რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსებმა ოდესის ოლქში პორტსა და სამრეწველო ობიექტებზე დრონებით მიიტანეს იერიში

უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური / უკრაინსკაია პრავდა 

გასულ ღამით რუსები ოდესის ოლქის სამხრეთით მდებარე პორტსა და სამრეწველო ინფრასტრუქტურის ობიექტებს დრონებით დაესხნენ თავს, რის შედეგადაც გაჩნდა ხანძარი. ამის შესახებ ინფორმაციას ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, ოლეგ კიპერი ტელეგრამ-არხზე ავრცელებს

"ღამით მტერმა უპილოტო საფრენი აპარატებით ოდესის ოლქის სამხრეთი ამოიღო მიზანში.

თავდასხმის შედეგად ოლქის პორტსა და სამრეწველო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე გაჩნდა ხანძარი და დაზიანდა მარცვლეულის საწყობი. შემთხვევის ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს". - წერს კიპერი. 

კიპერმა ასევე აღნიშნა, რომ 05:30 საათის მდგომარეობით მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

კომენტარები