ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 5 აგვისტომდე – გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 5 აგვისტომდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +28, +33 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში - 2-3 აგვისტოს ზოგან +36.+ 38 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 4 აგვისტოს +27, +32 გრადუსამდე დაიკლებს.

"თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება" - აღნიშნავს გარემოს ეროვნული სააგენტო.

კომენტარები