ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, რომან მროჩკოს თქმით, 1 აგვისტოს დილით ქალაქზე რუსებმა იერიში მიიტანეს, რა დროსაც სამედიცინო დაწესებულება დაიბომბა. დაღუპულია ექიმი.
"დღეს, დილის 11:10-ზე მტერმა ჩვენი საზოგადოების მშვიდობიან მოსახლეობაზე მორიგი შეტევა განახორციელა. საჰაერო თავდასხმა მოხდა ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაზე, რამაც მოკლა ახალგაზრდა ექიმი, რომელიც იქ მხოლოდ რამდენიმე დღეა მუშაობდა". - დაწერა მროჩკომ Telegram-ზე.
მისივე ცნობით, დაჭრილია ექთანი, რომლის სიცოცხლის გადასარჩენად ექიმები ამ დრომდე იბრძვიან.