რბილად რომ ვთქვათ, ეს გაუგებარი განცხადება იყო. ასე არავინ ფიქრობს. რაც კელი დეგნანმა თქვა, ჩვენი ქვეყნის საზოგადოების წარმომადგენლები ასე არ ფიქრობენ, რომ საქართველოში არცერთი რუსი არ უნდა შემოვიდეს. საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა სხვა აზრზეა. როდესაც ისეთ ფრაზებს მარტივად ამბობ, რაც ქვეყნის მიერ მილიარდი დოლარის დაკარგვას უკავშირდება, არ ვიცი, რა შეფასება უნდა გავაკეთო. ქართველი ხალხით საუბარი არცერთი ელჩის საქმე არ არის. მით უმეტეს, როცა 150 ნაციონალის აქციას აფასებ და ამას ქართველი ხალხის პროტესტს არქმევ.
საქართველო-რუსეთი
კობახიძე: რაც დეგნანმა თქვა, ქართველები ასე არ ფიქრობენ, რომ არცერთი რუსი არ უნდა შემოვიდეს
tbl.ge/6gfp
დაკოპირდა

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებაზე. კელი დეგნანი ბათუმის პორტში გამართულ აქციას გამოეხმაურა და თქვა, რომ ქართველებისგან არავინ უნდა ელოდოს იმას, რომ ისინი რუსეთიდან ჩამოსულ ხალხს მიესალმებიან.
ამავე თემაზე
- 2008 წლის ომით დასავლეთმა სისხლის წყურვილი ვერ დაიკმაყოფილა – მედვედევი
- მედვედევი: NATO ტარანად იყენებდა მარიონეტ საქართველოს, უკრაინას. ახლა მოლდოვას და სომხეთს
- პესკოვის მტკიცებით, ოკუპირებული ცხინვალის ლიდერის შეცვლა რუსეთთან შეერთებას არ უკავშირდება
- "სამხრეთ ოსეთის სტატუსის საკითხის გადაჭრის დრო მოვიდა" - ამბობს Ъ-ს წყარო კრემლიდან
- Meduza-ს წყარო თვლის, რომ კრემლში ოკუპირებული ცხინვალის შეერთებას ხელახლა განიხილავენ




