რა დასანანია, რომ ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტის ერთ ნაწილს წარმოადგენენ ადამიანები, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ გეოპოლიტიკაზე, რეგიონში არსებულ ძალთა გადანაწილებაზე, მიდრეკილნი არიან ბატონყმური წყობილებისკენ და მიისწრაფვიან, რამდენად შეურაცხმყოფელიც არ უნდა იყოს, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მიმართ ბატონყმური დამოკიდებულებისკენ.
ქართული ოცნება
ოდიშარია: ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტის ნაწილი მიდრეკილია ბატონყმური წყობილებისკენ
tbl.ge/6gfk
დაკოპირდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ასე შეაფასა ქართული ოცნების დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერის, პაატა მანჯგალაძის განცხადება. მანჯგალაძემ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტზე თქვა, რომ "შეუძლებელია, ორ ბატონთან ერთდროულად მეგობრობა, ან ამერიკას უნდა ემეგობრო, ან ჩინეთს, რა მოიფიქრა ღარიბაშვილმა ასეთი, რომ ორივესთან აპირებს მეგობრობას, გაუგებარია“.
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




