2024 წლის არჩევნები

ჩერგოლეიშვილი: მრავალპარტიული დემოკრატია ივანიშვილის დამარცხების ერთადერთი იარაღია

თამარ ჩერგოლეიშვილი

ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დამფუძნებლის, თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის დამარცხების ერთადერთი საშუალება მრავალპარტიული დემოკრატიაა, როდესაც ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან კონკურენციაში იმყოფებიან და "ერთი ხელიდან არ იკვებებიან".

ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ მსგავსად 2011 წლისა, ამჟამად არ არსებობს ბიძინა ივანიშვილის მსგავსი ფიგურა, რომლესაც "კეთილი ფერიის" რეპუტაცია აქვს და შეუძლია, რომ ყველა ოპოზიციური პარტია გააერთინოს. მისივე თქმით, ოპტიმალურია 2003 წლის არჩევნების გამოცდილების გათვალისწინება, როდესაც ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ მოახერხა 7%-იანი ბარიერის გადალახვა. 

"დღევანდელ დღეს არ გვყავს ოპოზიციის მხარეს ისეთი ფიგურა, როგორიც მაგალითად, 2011 წელს გამოუჩნდა ოპოზიციას ბიძინა ივანიშვილის სახით, რომელიც გააერთიანებს ყველა პოლიტიკურ პარტიას, აქვს კეთილი ფერიას რეპუტაცია, იხდის სტიპენდიებს და აქვს ჭორვილას ექსპერიმენტი შექმნილი. ესეთი ფიგურა ოპოზიციის მხარეს არ არსებობს, ამიტომ სინერგიის გამომწვევი ერთი ფიგურის ძიება და ერთი პარტიის მიერ ამის მცდელობა არის სისულელე და ყოველთვის მარცხისთვის განწირული.

მე ოპტიმალურად მეჩვენება 2003 წლის შემთხვევის გათვალისწინება, მაშინ ოთხმა პარტიამ გადალახა 7%-იანი ბარიერი და თან ორმა პარტიამ ორნიშნა რიცხვებში. ეს პარტიები არც ერთი ხელიდან იკვებებოდნენ, არც ერთმანეთთან კოორდინაციაში იყვნენ, პირიქით ძალიან მკვეთრად დაპირისპირებულები იყვნენ ერთმანეთთან. ოპოზიციური ელეწქტორატის შესრუტვა იოლად შეძლო მაშინდელმა ოპოზიციურმ სპექტრმა, რომელიც ერთმანეთთან კონკურენციაში იყო. დაახლოებით ამას ვხედავ ჩვენი გამარჯვების ფორმულად, იმ პირობებში, რა პირობებშიც ჩვენ ვართ, შეიძლება ითქვა, რომ მრავალპარტიული დემოკრატია ერთადერთი იარაღია, რითიც შეიძლება ბიძინა ივანიშვილის დამარცხება". - თქვა ჩერგეოლეიშვილმა.

ტელეკომპანია კავკასიის ეთერში თამარ ჩეგოლეიშვილმა 2024 წლის არჩევნებზეც ილაპარაკა და თქვა, რომ იმ შემთხვევაში თუ არჩევნებში მხოლოდ ორი მთავარი მხარე - ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება იქნებიან, გამარჯვებული კვლავ ქართული ოცნება დარჩება და ამ შემთხვევაში, ევროპული საქართველოსთვის პრიორიტეტული მუშაობის გაგრძელება და 2028 წლისთვის გაზრდა იქნება.

"თუ ოპოზიციურ ფლანგზე კეზერაშვილი და მერაბიშვილი არიან მთავარი ძალა, რაღაც სასწაული თუ არ ხდება და ფასკუნჯი არ მოფრინავს ივანიშვილის თან წასაყვანად, ისევ ბიძინა ივანიშვილი იგებს არჩევნებს, ნახეთ ალბათ ის კვლევა, რომელსაც მალავდნენ, ნაცები და ბიძინა რომ პირისპირ რჩებიან, იცით რაც ხდება. საარჩევნო კამპანია რომ დაიწყება, ორი ტელევიზია მაგათია, ხაბეიშვილი იქნება მთელი დღე ეთერში, ბიძინა თავის მხრიდან ამას შეუწყობს ხელს, ნაცები და ქოცებად თუ იქნება შემდეგი არჩევნები, ისედაც ესენი [ქართული ოცნება] იგებენ და თავი რატომ გავიფუჭო, გავაგრძელებ ამ პარტიის [ევროპული საქართველოს] მშენებლობას. ამოცანა ხომ ის არის, რომ ჩვენი შინაარსის ხალხი გავაძლიეროთ და რატომ ვიმოძრავო იმაზე მეტი, ვიდრე მჭირდება.

არ ვგრძნობ ეგეთ წნეხს, იმიტომ რომ გვერდზე ისეთი ხდება ჩემს ფაციფუცს მნიშვნელობა არ აქვს. მე უნდა გავაგრძელო ჩვენი მუშაობა, იმიტომ რომ აქეთ სპილოები დარბიან ყინულზე და სავარაუდოდ, ჩატყდება ეს ყინული და ჩავარდებიან და რა მოხდება საერთოდ არ ვიცი და ჩემი აზრით, ახლა ზედმეტი მოძრაობები არის ჩვენი ამომრჩევლის წინაშე უპასუხისმგებლობა". - თქვა ჩერგოლეიშვილმა.

კომენტარები