რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსებმა იერიში დნიპროში საცხოვრებელ კორპუსსა და უსაფრთხოების სამსახურის შენობაზე მიიტანეს

REUTERS

უკრაინელი ოფიციალური პირების ცნობით, უკრაინის აღმოსავლეთით - ქალაქ დნიპროზე რუსეთის მიერ ორ საცხოვრებელ კორპუსზე იერიშის მიტანის შედეგად, სულ მცირე, 9 ადამიანი დაშავდა. მათგან 2 ბავშვია. 

ადგილზე მყოფმა BBC-ის გუნდმა დაადასტურა, რომ საცხოვრებელი სახლის ბოლო სართული გასულ ღამეს დარტყმის შედეგად თითქმის მთლიანად განადგურდა.

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ასევე დაზიანდა შენობა, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს ეკუთვნოდა. მისი თქმით, ინციდენტის შემდეგ გამართა საგანგებო შეხვედრები უსაფრთხოებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებთან, საგანგებო სამსახურებთან და ადგილობრივ ოფიციალურ პირებთან.

რეგიონის ხელმძღვანელმა, სერჰი ლისაკმა განაცხადა, რომ დაშავებულებს შორის ორი ბავშვია - 14 და 17 წლის. მისივე თქმით, ისინი სახლში მკურნალობდნენ.

დნიპროს მერის, ბორის ფილატოვის თქმით, ბოლო დარტყმა მესამე შემთხვევა იყო, როდესაც უსაფრთხოების სამსახურის შენობა რუსეთის სამიზნე გახდა.

კომენტარები