საქართველო-რუსეთი

TI: 2022-23-ში რეგისტრირებული 21 326 რუსული კომპანიიდან მხოლოდ 1700-მდე კომპანიის საქმიანობაა ცნობილი

2022-23 წლებში რეგისტრირებული რუსული კომპანიებიდან მხოლოდ 1700-მდე კომპანიის საქმიანობის სფეროა ცნობილი. ინფორმაციას ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI) ავრცელებს.

არასამთავრობო ორგანიზაციის მიხედვით, 1700-მდე რუსული კომპანია შემდეგ სფეროებში საქმიანობენ:

  • 82% - საინფორმაციო ტექნოლოგიები.
  • 5.3% - სხვადასხვა მომსახურება.
  • 4.9% - დიზაინერულ და სარეკლამო საქმიანობა.
  • 4.4% - განათლების, ხელოვნებისა და გართობა.
  • 3.3% - ვაჭრობისა და წარმოება.

25 ივლისს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში თვეში საშუალოდ 1 300 კომპანიას არეგისტრირებენ. ინფორმაციას ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო ავრცელებს. 

ორგანიზაციის ცნობით, ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მოქალაქეებმა 21 326 კომპანია დააფუძნეს, რაც წინა 27 წლის მონაცემებს 3-ჯერ აღემატება. 

კომენტარები