პატიმრების შეწყალება

სალომე ზურაბიშვილმა 11 მსჯავრდებული შეიწყალა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

სალომე ზურაბიშვილმა 11 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, 10 მსჯავრდებული სასჯელის შემდგომი მოხდისგან სრულად გათავისუფლდა და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ერთ პირს კი სასჯელის მოსახდელად დარჩენილი ვადა შეუმცირდა.

კომენტარები