საქართველო-ჩინეთი

ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთში ვიზიტი დაიწყო

ირაკლი ღარიბაშვილის ჩასვლა ჩინეთში
ჩინეთის საელჩო საქართველოში

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დაიწყო.

ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

ჩენგტუს საერთაშორისო აეროპორტში ღარიბაშვილის დახვედრის ცერემონია გაიმართა.

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერმინისტრს აეროპორტში ჩინეთის განათლების მინისტრი, ხუაი ძინპენგი, სიჩუანის პროვინციის გუბერნატორი ხუანგ ციანგი, ჩინეთის ელჩი საქართველოში, ჭოუ ციენი და საქართველოს ელჩი ჩინეთში, არჩილ კალანდია დახვდნენ.

არჩილ კალანდიას თქმით, ვიზიტი ხელს შეუწყობს სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესებას და "სტიმულსა და ბიძგს მისცემს" ორმხრივი და "მრავალმხრივი" ურთიერთობების გაღრმავებას. ქალაქი ჩენტუდან ვიზიტი ჩინეთის დედაქალაქში, პეკინში გაგრძელდება.

საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს დახვედრის ცერემონიის ვიდეოსაც.

კომენტარები