რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გასული ღამის განმავლობაში ოკუპანტების გაშვებული 36 რაკეტის ჩამოგდება შევძელით – ოლეშჩუკი

REUTERS/Gleb Garanich

უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურის, გენერალ-ლეიტენანტის, მიკოლა ოლეშჩუკის ინფორმაციით, უკრაინამ ოკუპანტების გაშვებული 36 რაკეტის ჩამოგდება შეძლო. ამის შესახებ იგი საკუთარ ტელეგრამ-არხზე წერს

"დღეს უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 36 რაკეტა გაანადგურა - კალიბრის სამი საკრუიზო რაკეტა და Kh-101/Kh-555-ის ტიპის 33 ფრთოსანი რაკეტა". - წერს ოლეშჩუკი. 

26 ივლისს რუსეთმა იერიში კიევის, ხმელნიცკის და კიროვოგრადის რეგიონებზე მიიტანა

"დღეს რთული დღე აღმოჩნდა, მაგრამ ცის ყველა დამცველის ჰარმონიული მუშაობის წყალობით, ჩვენ მოვიგეთ ეს თავდასხმა! მადლობა ყველას!" - წერს ოლეშჩუკი.

რაკეტების გაშვების ან საზენიტო მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.

აქამდე უკრაინის საჰაერო თავდაცვამ თავდასხმა 26 ივლისს ნაშუადღევს ოკუპანტების მხრიდან კიდევ ერთი თავდასხმა მოიგერია - უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ჩამოაგდე ორი კალიბრის ორი საკრუიზო რაკეტა, რომელიც, სავარაუდოდ, შავ ზღვაში წყალქვეშა ნავიდან იყო გაშვებული.

კომენტარები