მიხეილ სააკაშვილი

აშშ-ის სახ.დეპი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით შეშფოთებულია – მილერი

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მეთიუ მილერმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე უპასუხა და თქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობით შეშფოთებულია.

კითხვა: და კიდევ ერთი საქართველოს შესახებ, თუ წინააღმდეგი არ ხართ. აშშ-ის ყოფილი ელჩების ჯგუფმა, ხუთმა ელჩმა საქართველოში, გასულ კვირას გაავრცელა განცხადება, რომელშიც მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, პრეზიდენტ სააკაშვილისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარების გაწევა დაუშვას. მხარს უჭერთ ამ მოწოდებებს? 

მილერი: უბრალოდ ვიტყვი, რომ ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ბატონ სააკაშვილის საქმეს. ჩვენ ძალიან გვაშფოთებს მისი ჯანმრთელობა. როგორც საჯაროდ და პირადად არაერთხელ ვუთხარით საქართველოს მთავრობას, მთავრობის პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს ის სამედიცინო დახმარება, რომელიც მას სჭირდება, რომ დაცული იყოს მისი უფლებები. და ჩვენ გავაგრძელებთ ამ საქმეზე დაკვირვებას.

აშშ-ს ყოფილი ელჩები სააკაშვილის გამო მთავრობას მოსალოდნელ სანქციებზე აფრთხილებენ

აშშ-ს ყოფილი ელჩები - იან კელი, უილიამ კორტნი, რიჩარდ მაილსი, ჯონ ტეფტი და კენეტ იალოვიცი, - სააკაშვილის მდგომარეობაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და საქართველოს მთავრობას შესაძლოა სანქციებზე აფრთხილებენ. 

ყოფილი ელჩები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ ნება დართოს სააკაშვილს საჭირო მკურნალობა მიიღოს.

"თუ სააკაშვილი ციხეში დაიღუპება, სანქციები შეიძლება იყოს უფრო ძლიერი ან გარდაუვალი. მისმა სიკვდილმა, ასევე შესაძლოა, სერიოზული საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროკავშირისა და NATO-ში წევრობის პოტენციალის განხილვას". - ვკითხულობთ წერილში. 

44 ევროპარლამენტარი ხელისუფლებას მოუწოდებს, გადაიყვანონ სააკაშვილი EU-ს ერთ-ერთ კლინიკაში

44 ევროპარლამენტარი პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილსა და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს. ისინი აღნიშნავენ, რომ ევროკავშირის წევრი და წევრობის კანდიდატი ქვეყნებისგან მოელიან ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულებას, რომელიც ადამინის უნივერსალური უფლების აღიარებასაც გულისხმობს. 

კომენტარები