ნორვეგია

ნორვეგიის მემარცხენე პარტიის ლიდერი Hugo Boss-ის სათვალის მოპარვის გამო გადადგა

ნორვეგიის მემარცხენე პარტიის ყოფილი ლიდერი, ბიორნარ მოქსნესი
Time News

ნორვეგიის მემარცხენე პარტიის ლიდერმა, ბიორნარ მოქსნესმა თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც ოსლოს აეროპორტიდან Hugo Boss-ის ძვირადღირებული სათვალე მოიპარა.

გადადგომის შესახებ ინფორმაცია მოქსნესმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. 

"ბევრმა მკითხა, როგორ შემეძლო ასეთი სისულელის გაკეთება. ბოლო კვირებში ეს კითხვა ბევრჯერ დავუსვი ჩემს თავს. არ მაქვს ამის ადეკვატური ახსნა". - წერს ის Facebook-ზე.

აეროპორტში დამონტაჟებულმა კამერამ 16 ივნისს გადაიღო, თუ როგორ იპარავდა მოქსნესი მზის სათვალეს. 

აქამდე წითელი პარტიის აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად მარი სნევ მარტინუსენი ჩაანაცვლებს მოქსნესს პარტიის ლიდერის თანამდებობაზე, რომელსაც მოქსნესი ბოლო 11 წლის განმავლობაში იკავებდა.

გარდა ამისა, მარტინუსენმა დაგმო როგორც ქურდობის შემთხვევა, ისევე სკანდალზე მოქსნესის რეაქცია. მისი თქმით, არასწორი იყო ის, რომ მოქსნესმა საქმის შესახებ "სწორი ინფორმაცია" თავიდანვე არ გასცა.

"მე ვარ გაბრაზებული და იმედგაცრუებული ამის გამო და ეს ბიორნარს ძალიან პირდაპირ ვუთხარი". - თქვა მარტინუსენმა პრესკონფერენციაზე.

როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, იმის გათვალისწინებით, რომ მოქსნესმა სკანდალის შემდეგ ბოდიში მოიხადა და თანამდებობა დატოვა, საქმე მარტინუსენისთვის "დახურულია". მარტინუსენი პარტიის ლიდერი 2024 წლამდე იქნება.

კომენტარები