რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბლინკენი უკრაინის კონტრშეტევაზე: ვფიქრობ, რომ მას რამდენიმე თვე დასჭირდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ლონდონში უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე, 21 ივნისი, 2023.
REUTERS/Leah Millis/Pool

აშშ-ს სახემწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა CNN-თან ინტერვიუში უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა. ბლინკენმა აღნიშნა, რომ უკრაინამ ოკუპანტების მიერ მიტაცებული ტერიტორიის ნახევარი დაიბრუნა. 

"მათ უკვე იმის 50% დაიბრუნეს, რაც თავდაპირველად დაკარგეს". – თქვა ბლინკენმა.

ბლინკენმა ასევე ისაუბრა უკრაინის კონტრშეტევაზე და აღნიშნა, რომ ის რამდენიმე თვე შეიძლება გაგრძელდეს.

"ეს კონტრშეტევის ჯერ კიდევ საწყისი ეტაპია. ძალიან რთულია. ეს მომდევნო ერთი-ორი კვირის განმავლობაში არ მოგვარდება. ვფიქრობ, რამდენიმე თვე დასჭირდება". – ამბობს ბლინკენი.

კომენტარები