რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ უკრაინას დამატებით $1.3 მილიარდის ოდენობის სამხედრო დახმარებას გადასცემს

აშშ უკრაინას დამატებით 1.3 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაცია პენტაგონის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება. პაკეტი, რომელიც მოიცავს საჰაერო თავდაცვის მნიშვნელოვან მოწყობილობებს და საბრძოლო მასალას, უზრუნველყოფილი იქნება უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) ფარგლებში.

პენტაგონის ინფორმაციის თანახმად, პაკეტში შედის 4 NASAMS-ის საზენიტო სარაკეტო სისტემა, 152 მილიმეტრიანი საარტილერიო ტყვია, ნაღმების გაწმენდის მოწყობილობა, Phoenix Ghost და Switchblade დრონები, TOW-ის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები და სხვა.

ამასთან, პაკეტში შედის 150 ტანკერი, 115 ტაქტიკური მანქანა, 50 ტაქტიკური მანქანა აღჭურვილობის ევაკუაციისთვის, პორტისა და ნავსადგურის უსაფრთხოების აღჭურვილობა. ზემოთაღნიშნულ მოწყობილობებს აშშ უკრაინისთვის შეისყიდის. 

კომენტარები