რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპირებულ ყირიმში სამხედრო პოლიგონი იწვის

კადრი გავრცელებული ვიდეოდან

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის კიროვის რაიონში მდებარე სამხედრო პოლიგონზე ხანძარია. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად ადგილობრივ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა, შემდეგ კი ოკუპირებული რეგიონის ე.წ. მეთაურმაც, სერგეი აკსიონოვმაც დაადასტურა.

როგორც ტელეგრამ-არხებზე წერენ, პოლიგონზე საბრძოლო მასალის საწყობი იწვის. საწყობი არ უხსენებია აკსიონოვს. 

ოკუპირებული ნახევარკუნძულის ე.წ. მეთაური ამბობს, რომ ხანძრის გამო დროებით გადაიკეტა მოძრაობა ტრასა ტავრიდაზე, რომელიც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიასა და ყირიმის ხიდს ადმინისტრაციულ ცენტრთან, სიმფეროპოლთან აკავშირებს. 

აკსიონოვის მრჩეველმა, ოლეგ კრიუჩკოვმა გამოაცხადა, რომ პოლიგონთან ახლოს მდებარე ოთხი სოფლიდან მაცხოვრებლების დროებითი ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღეს. საუბარია 2 000-ზე მეტ ადამიანზე.

ანექსირებული ყირიმის საოკუპაციო ადმინისტრაციაში არ საუბრობენ, თუ რა გახდა ხანძრის მიზეზი. ტელეგრამ-არხებზე წერენ, რომ აფეთქებების ხმები დაახლოებით 04:30-ზე გაისმა.

კომენტარები