ჩვენ არაერთხელ ვნახეთ, როგორი არის ევროკავშირის პოზიცია, როცა საქმე ეხება რუსეთთან კონტაქტებს, რუსეთთან ფრენებსა და რუს ტურისტებს. რუსეთის სასტიკი და გაუმართლებელი, არაპროვოცირებული, სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ჩვენ კოლექტიურად გადავწყვიტეთ, შევზღუდოთ გადაადგილება, კონტაქტები. ამის გამო რეალურად, ვწუხვართ, არ გვინდოდა, ეს მომხდარიყო, მაგრამ ჩვენ უნდა გვემოქმედა, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო ომის რაც შეიძლება მალე დასრულება, ზეწოლა მოგვეხდინა რუსეთზე და ასევე, უზრუნველყოფილი ყოფილიყო, რომ რუსეთი ძალიან დიდ საფასურს გადაიხდის უკრაინაში საშინელი ქმედებებისთვის. სწორედ ამიტომ შემოვიღეთ სანქციები, ამიტომ არის ძალიან რთული რუსებისთვის ევროპაში ჩასვლა. ჩვენ ველოდებით, რომ ყველა – საერთაშორისო საზოგადოება და განსაკუთრებით თანამოაზრე ქვეყნები, რომლებსაც სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, ამავე მიდგომას მიჰყვებიან.
საქართველო-ევროკავშირი
ჰერჩინსკი: ჩვენ დავაწესეთ სანქციები, ველით, რომ ქვეყნები, რომლებსაც EU-ში სურთ, იმავეს იზამენ
tbl.ge/6fze
დაკოპირდა
თქვა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ პირველი არხის ცნობით.
რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომიპაველ ჰერჩინსკიEU-ს სანქციები რუსეთის წინააღმდეგსაქართველო-ევროკავშირი
ამავე თემაზე
- ევროკომისიის გენერალური დირექტორი 1-2 მაისს საქართველოს ეწვევა
- წულუკიანი: ჩვენ ვიქნებით ევროკავშირში, მაგრამ ვიქნებით კვლავ ქართველები, კვლავ ქრისტიანები
- იან კელი: კობახიძეს შეცდომით ჰგონია, რომ EU-სკენ გზა ბუდაპეშტზე გადის
- ევროპარლამენტში რეზოლუციის პროექტის შესწორებებში ივანიშვილის სანქცირებაც ნახსენებია
- შარლ მიშელი რუსულ კანონზე: ეს კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირისგან დააშორებს