რუსული ოკუპაცია

"აფხაზეთში ჩავდიოდით ხოლმე" – თბილისში შემოუშვეს რუსი, რომელიც ოკუპაციის კანონს არღვევს

საქართველოში შემოუშვეს რუსეთის მოქალაქე, დმიტრი შილოვი, რომელიც, როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში თავად ამბობს, "აფხაზეთში ჩადიოდა ხოლმე".

"თბილისში ჩამოვედით, გავიარეთ კონტროლი და ყველანაირი შემოწმება, თურმე აფხაზეთში სიარული არ შეიძლება, ჩვენ კი ჩავდიოდით ხოლმე". – თქვა შილოვმა.

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის თანახმად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.

ტაბულა ფაქტზე დამატებითი დეტალების გარკვევას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ცდილობს.

ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოში ვიზიტისას ქართული ოცნების ლიდერები ამბობდნენ, რომ მათ არ დაურღვევიათ ოკუპაციის შესახებ კანონი, შესაბამისად, ქვეყანაში მათი შემოშვება არანაირ დარღვევას არ წამოადგენდა.

კომენტარები