საქართველო-NATO

ბოკერია ღარიბაშვილზე: რეჟიმს უნდა ნიჰილიზმი დანერგოს დასავლურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით

გიგა ბოკერია
ტაბულა

"ღარიბაშვილის განცხადება აჩვენებს სიბრიყვეს და ამ პუტინისტური სულისკვეთების რეჟიმის დამოკიდებულებას, რომელსაც უნდა უიმედობა და ნიჰილიზმი დანერგოს საზოგადოებაში დასავლურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით" – ასე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებს.

"დღეს ჩვენი ეროვნული ინტერესია, რომ რუსული აგრესიის წინააღმდეგობის დროს ჩვენ ვიზრუნოთ ჩვენ ეროვნულ უსაფრთხოებაზე. ოღონდ ეს ზრუნვა არ არის უკრაინისგან და დასავლეთისგან დისტანცირება და პირისპირ მარტო დარჩენა რუსეთთან. ეს ყველაზე დიდი საფრთხეა. ჩვენ რომ ნორმალური მთავრობა გვყოლოდა, უნდა გვესარგებლა ამ ტალღით, რომ ვყოფილიყავით წინა რიგში NATO-ში გაწევრიანების პროცესში და ამის ნაცვლად, ჩვენ ვშორდებით ცივილიზებულ სამყაროს და ამით ეს რეჟიმი ჩვენს ქვეყანას უსაზღვროდ უზრდის საფრთხეს, თუ ის დაგვტოვებს მარტოს პირისპირ რუსეთთან ისე, როგორც 90-იან წლებში მოგვივიდა". – თქვა ბოკერიამ.

15 ივლისს ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა – "უკრაინამ რუსეთი თუ დაამარცხა, NATO-ს წევრობა რაღა საჭიროა?!".

კომენტარები