საქართველო-NATO

პრემიერი: უკრაინამ რუსეთი თუ დაამარცხა, NATO-ს წევრობა რაღა საჭიროა?!

მე ღიმილით ვუყურებდი ამ სიუჟეტებს, რომლებიც ჩვენი გაუბედურებული ოპოზიციის ტელევიზიებში ისმოდა. თქვენ იცით, რომ თავიდან სურათი წარმოაჩინეს, რომ რაღაც სასწაული მოხდა, NATO-ს სამიტზე და უკრაინამ დეოკუპაციაც მოახდინა უკვე, გაიმარჯვა, სასწაული მოხდა და საქართველო ამ ყველაფრის მიღმა აღმოჩნდა. 

რა მოხდა რეალურად? გარდა იმისა, რომ თქვეს, MAP-ი აღარ დასჭირდება, ჩვენ პირდაპირი განცხადებები მოვისმინეთ, რომ უკრაინა ვერ გახდება NATO-ს წევრი, სანამ რუსეთს არ დაამარცხებს. კითხვა მაქვს, თუ რუსეთი დაამარცხა უკრაინამ, მაშინ NATO-ს წევრობა რაღა საჭიროა?! NATO არის უსაფრთხოების გარანტი, მთავარი, ვინც შეიძლება რომ უსაფრთხოების გარანტია მისცეს რომელიმე სუვერენულ, დამოუკიდებელ სახელმწიფოს, არის NATO. სხვა უკეთესი მსოფლიოში დღეს არ არსებობს. ჩვენ ამიტომ მივისწრაფვით, რომ გავხდეთ NATO-ს წევრი ქვეყანა. მაგრამ ასევე მოვისმინეთ გარკვეული პირდაპირი განცხადებები დასავლეთის ლიდერებისგან, რომ უკრაინა არ არის მზად, რომ გახდეს NATO-ს წევრი ქვეყანა და ა.შ. აღარ მინდა გავაგრძელო. 

ითქვა, რომ სანამ ქვეყანა რის ომში რუსეთთან, უკრაინა ვერ გახდება NATO-ს წევრი ქვეყანა. რატომ? იმიტომ, რომ თქვეს, რომ ჩვენ მე-3 მსოფლიო ომს ვერ დავუშვებთ, ვერ შევა NATO და მთელი მსოფლიო პირდაპირ სამხედრო კონფრონტაციაში რუსეთთან. ასეთ ვითარებაში, მეგობრებო, როცა ამხელა, ჩვენზე ათჯერ დიდი ქვეყნის მაგალითზე - 40 მილიონიან ქვეყანაზეა საუბარი, უზარმაზარ, ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოზეა საუბარი, მის გამო NATO ვერ დგამს ქმედით ნაბიჯებს გაწევრიანების მიმართულებით, ჩვენ, საქართველომ, ჯერ უნდა ვიფიქროთ ჩვენ თავზე, ეს მაგალითი არის ჩვენთვისაც გაკვეთილი. ჩვენ სწორედ ამიტომ შევარჩიეთ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა, რომ ზედმეტი მოლოდინები არ უნდა შევქმნათ, ჩვენ უნდა მივყვეთ თანმიმდევრულად ჩვენს საერთო ეროვნულ მიზანს, რომ ეტაპობრივად გახდეს, დაუახლოვდეს ჩვენი ქვეყანა ევროკავშირს, NATO-ს და საბოლოო ჯამში, გახდეს სწორ დროს, როცა ამის დრო იქნება, ევროკავშირის და NATO-ს წევრი.  

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. 

კომენტარები