ნიუ-იორკი

ნიუ-იორკში 10 წელზე მეტი ხნის წინ მომხდარ მკვლელობებში ეჭვმიტანილს ბრალი წარუდგინეს

ნიუ-იორკის შტატის პოლიციამ ბრალი წარუდგინა ლონგ-აილენდის მახლობლად 10 წელზე მეტი ხნის წინ მომხდარ გახმაურებულ მკვლელობებში ეჭვმიტანილ პირს, რომელიც 13 ივლისს დააკავეს. 59 წლის რექს ჰერმანს პირველი და მეორე ხარისხის მკვლელობის 3 მუხლით წარუდგინეს ბრალი. ეჭვმიტანილი ბრალდებებს უარყოფს

2010-2011 წლებში ნიუ-იორკიდან 64 კმ-ში, სანაპიროზე 11 ადამიანის სხეულის ნაწილები აღმოაჩინეს. მსხვერპლთა შორის უმეტესად სექს-მუშაკები იყვნენ. დაღუპულთაგან 9 ქალი, 1 კაცი და მცირეწლოვანი ბავშვია. მომხდარს საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ნიუ-იორკში 10 წელზე მეტი ხნის წინ მომხდარ გახმაურებულ მკვლელობებში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს

ნიუ-იორკის შტატის საფოლკის ოლქის პოლიციის კომისრის, როდნი ჰარისონის ცნობით, ეჭვმიტანილი პოლიციამ 13 ივლისს, 20:30 საათზე მანჰეტენში დააკავა.

პროკურორის, რეიმონდ თირნის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს მეოთხე ქალის მკვლელობაზე, რომლის მახასიათებლებიც ჰგავს დანარჩენ გამოკვლეულ შემთხვევებს. ჰერმანი სწორედ ამ საქმეშია ეჭვმიტანილი.  

პოლიციამ ჰერმანი 10 წელზე მეტი ხნის წინ მომხდარ მკვლელობებთან დნმ-ის დახმარებით დააკავშირა. მტკიცებულება მოიპოვეს პიცის ნარჩენებისგან, რომელიც ეჭვმიტანილმა მანჰეტენში მიირთვა.

პოლიციის მოხსენების თანახმად, ჰერმანი 3 ქალს, რომლებმაც მას თავი სექს-მუშაკებად გააცნეს, სპეციალური მობილური ტელეფონით დაუკავშირდა, რომელიც ანონიმურობის შესანარჩუნებლად დროებითი გამოყენებისთვის არის განკუთვნილი და როგორც წესი, შემდგომ აგდებენ. 

"ეს საქმე არ დასრულებულა, ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია". - აღნიშნა პროკურორმა გამოძიებასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები