რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბენ უოლასი თანამდებობის დატოვებას გეგმავს – The Times

რიში სუნაკი და ბენ უოლასი Ajax-ის ტიპის ჯავშანტრასნპორტიორზე, 2021 წელი.
UK MOD

გამოცემა The Time-ის ინფორმაციით, ბენ უოლასი მთავრობის დატოვებას შემოდგომისთვის გეგმავს. უოლასი დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის პოსტს მეოთხე წელია რაც იკავებს.  

როგორც The Times-ი წერს პრემიერმინისტრი, რიში სუნაკი გეგმავს არჩევნებს ახალი გუნდით შეხვდეს. 

უოლასი სამი სხვადასხვა პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით მუშაობდა და წარმატებით უპასუხა მნიშვნელოვან სამხედრო კრიზისებს, განსაკუთრებით რუსეთის უკრაინაში შეჭრას. 

თუმცა, პრემიერმინისტრმა ვერ დაარწმუნა პრეზიდენტი ბაიდენი და სხვა მსოფლიო ლიდერები, რომ უოლასი NATO-ს გენერალური მდივანი გამხდარიყო.

მედია: ბაიდენმა უოლასი NATO-ს გენერალურ მდივნობაზე უკრაინელი პილოტების მომზადების გამო დაბლოკა

The Telegraph-წერდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, ბენ უოლასი NATO-ს გენერალური მდივნის პოზიციაზე იმის გამო დაბლოკა, რომ ბრიტანეთმა უკრაინელი მფრინავები F-16-ებზე ვაშინგტონისგან მწვანე შუქის ანთების გარეშე მოამზადა.

ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ უოლასის საარჩევნო ოლქი ფაქტობრივად იშლება, საერთო არჩევნებზე საზღვრების ცვლილებების გამო. ამის საპასუხოდ კი მას არ დაუყენებია საკუთარი კანდიდატურა სხვა საარჩევნო ოლქზე. 

კომენტარები