ვნახეთ კობახიძის რეაქცია, დამუქრებია აშშ-ს, უმკაცრესად ვირეაგირებთო. რას გულისხმობს, იქეთ სანქციების დაწესებას უპირებს აშშ-ს? ეს მართლაც ძალიან სასაცილო იქნებოდა, ასეთი კატასტროფა რომ არ იყოს რეალობა, რომ ეს ხალხი მართავს დღეს საქართველოს. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს რეჟიმი, რომელსაც ჩვენს მტერზე გადაბრუნებულ სიტყვას ვერ ათქმევინებ, აქ მარტო იმიტომ, რომ ძალაუფლება გაიხანგრძლივოს, უპირისპირდება თავისუფალი სამყაროს ლიდერს, მარტოს გვტოვებს პირისპირ რუსული საფრთხის წინაშე.
ქართული ოცნება
ბოკერია კობახიძეზე: აშშ-ს სანქცირებას აპირებს? სასაცილო იქნებოდა, ქვეყანას რომ არ მართავდნენ
tbl.ge/6fy1
დაკოპირდა
ევროპული საქართველოს თავჯდომარე, გიგა ბოკერია ქართული ოცნების თავჯდომარე ირაკლი კობახიძეს გამოეხმაურა.
როგორც აშშ-ს ელჩის საპასუხოდ ირაკლი კობახიძემ თქვა, "როცა მტკიცებულებების გარეშე გისანქცირებენ მოსამართლეებს, ეს არის საქართველოს კონსტიტუციის უხეში ხელყოფა". ქართული ოცნების თავმჯდომარის სიტყვებით, მტკიცებულებების გარეშე მოსამართლეების დასჯაზე მომავალშიც ექნებათ "ძალიან მკაცრი რეაქცია".
ამავე თემაზე
- ღუდუშაური მოქალაქეს: შე ჩმორო, შენი დედას შევე*ი
- ოცნების დეპუტატი: არ გამოდის ოჯახი მამაკაცისა და ქალის გარეშე
- საკრებულოში ოცნების დეპუტატი: ღირსებით, გაუ*იმავი კაცებით ვივლით ევროპისკენ
- კობახიძე ორბანს: თქვენ მტკიცედ დგახართ უნგრეთში ქრისტიანული ფასეულობების სადარაჯოზე
- კობახიძე: ე.წ. ლიბერალურ პროპაგანდას შემაშფოთებელი შედეგები აქვს ევროპასა და აშშ-ში