დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესი

ტრამპმა ცილისწამებისა და დისკრედიტაციის საქმეზე სახელმწიფო იმუნიტეტი დაკარგა

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მხარდამჭერებთან შევეხდრაზე ვილმინგტონის საერთაშორისო აეროპორტში  ჩრდილოეთ კაროლინა, აშშ, 2022 წლის 23 სექტემბერი
REUTERS/Jonathan Ernst

დონალდ ტრამპმა, როგორც აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა სახელმწიფო იმუნიტეტი დაკარგა. სასამართლომ იმუნიტეტი გააუქმა ჯინ ქეროლის საქმეზე, რომელიც სექსუალურ შევიწროებასა და ცილისწამებას ეხება. 

გადაწყვეტილების შემდეგ შესაძლებელია სასამართლომ დონალდ ტრამპი დამნაშავედ ცნოს ჯინ ქეროლის მიმართ ცილისწამების და დისკრედიტაციის საქმეზე. 

ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ ტრამპს იმუნიტეტი იცავდა, რადგან საქმის საფუძვლად აღიარებული განცხადებები ჯინ ქეროლის მიმართ 2019 წელს, ტრამპის პრეზიდენტობისას გაკეთდა.

იურისტების თქმით, საკმარისი საფუძველი აღარ ჰქონდათ იმის დასამტკიცებლად, რომ ტრამპი ამ შემთხვევებში მისი მოვალეობის ფარგლებში მოქმედებდა. 

79 წლის ჯინ ქეროლი ცილისწამებისა და დისკრედიტაციის პროცესში დონალდ ტრამპისგან 10 მილიონ ამერიკულ დოლარს ითხოვს. სასამართლო პროცესი 2024 წლის იანვარშია ჩანიშნული. 

2023 წლის მაისში სასამართლომ დონალდ ტრამპი ჯინ ქეროლის სექსუალურ შევიწროვებაში დამნაშავედ ცნო, თუმცა სასამართლომ არ დაადგინა, რომ ტრამპმა ჟურნალისტი გააუპატიურა. კეროლი მიყენებული ზიანისთვის მხოლოდ დაუზუსტებელი რაოდენობის ფინანსურ ანაზღაურებას ითხოვდა.

კომენტარები