NATO- საქართველო

კელი: მთავრობამ საქართველო ბოლო წლებში NATO-ს ყველაზე მნიშვნელოვანი სამიტიდან გამოთიშა

როგორი ხელიდან გაშვებული შანსია, რომ საქართველომ არც პრეზიდენტი და არც პრემიერმინისტრი გაგზავნა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველების აბსოლუტური  უმრავლესობა მხარს უჭერს NATO-ში გაწევრიანებას, მათმა მთავრობამ ქვეყანა გამოთიშა საუბრებიდან, რომელიც, ალბათ, ბოლო წლებში NATO-ს ყველაზე მნიშვნელოვანი სამიტია.

წერს Twitter-ზე აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი. მანამდე, მან საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ტვიტის პასუხად დაწერა: "და რატომ არ ხართ იქ? საქართველოს მეთაური NATO-ს სამიტზე უნდა იყოს და მხოლოდ კეთილ სურვილებს არ უნდა წერდეს Twitter-ზე". სალომე ზურაბიშვილმა სამიტში მონაწილეებს წარმატებული შეხვედრა უსურვა. 

კომენტარები