რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი ომის მეხუთასე დღეს კუნძულ ზმეინიზე ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ომის მეხუთასე დღეს კუნძულ ზმეინიზე ჩავიდა და მიმართვა ჩაწერა

"სრულმასშტაბიანი ომიდან მეხუთასე დღე. ზმეინი. თავისუფალი კუნძული თავისუფალ უკრაინაში. მადლიერი ვარ ყველასი, ვინც იბრძოლა ოკუპანტების წინააღმდეგ. პატივს ვცემთ ჩვენი გმირების ხსოვნას - მათ, ვინც საკუთარი სიცოცხლე ამ - ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ბრძოლაში დატოვეს. დიდება ყველა ქალსა და კაცს, ვინც იბრძვის შავ ზღვაში უსაფრთხოებისთვის". - წერს პრეზიდენტი.

30 ივნისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ მათმა შეიარაღებულმა ძალებმა ზმეინიზე დავალებები შეასრულეს და "კეთილი ნების გამოხატვის სახით" კუნძულს ტოვებენ. 

კომენტარები