რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინელებმა ოკუპირებულ მაკეევკაში ნავთობის საცავი გაანადგურეს – რუსული მედია

TACC

უკრაინის ოკუპირებულ დასახლება მაკეევკაზე, რომელიც დონეცკის ოლქში მდებარეობს, უკრაინამ იერიში მიიტანა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სამთავრობო მედია, TACC-ი ტელეგრამ-არხზე რუსეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს

ამავე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად მაკეევკაში ნავთობის საცავს ცეცხლი გაუჩნდა, ხოლო სოფელი კრუპსკოი ნაწილობრივ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

აქამდე, 4 ივლისს გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ მაკეევკაში მძლავრი აფეთქებები მოხდა.

სხვადასხვა ტელეგრამ-არხებზე გავრცელებული ცნობების მიხედვით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ოკუპანტების იარაღის საწყობზე, თუმცა ეს ინფორმაცია დადასტურებული არ იყო.

გასულ კვირებში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ოკუპირებულ რეგიონებში იერიშები ბრიტანეთის მიერ გადაცემული Storm Shadow-ს ტიპის რაკეტებით მიჰქონდათ.

კომენტარები