საქართველო-უკრაინა

კალაძე ზელენსკიზე: ქართველი და უკრაინელი ხალხის ურთიერთობას ვერცერთი პოლიტიკოსი შეცვლის

მეგობრობა, სიყვარული, ურთიერთობები ორმხრივია. ცალმხრივი არაფერი ვარგა. გულდასაწყვეტია აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებით, თუმცა ერთი რამ მინდა ვთქვა: თუ გადავხედავთ ისტორიას, ქართველი და უკრაინელი ხალხი ყოველთვის მეგობრობდა, ერთმანეთის გვერდით იდგნენ. რა თქმა უნდა, ამ ურთიერთობას ვერცერთი პოლიტიკოსი ვერ შეცვლის. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები არსებობდეს. 

ჩვენ გადაწყვეტილებებს ემოციებით არ ვიღებთ. ეს ჩანს მთელი იმ პოლიტიკის განმავლობაში, რასაც ქართული ოცნება 2012 წლის შემდეგ აწარმოებს. დღეს პარტიის თავმჯდომარემაც გააკეთა ამასთან დაკავშირებით განცხადება, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ქართველ და უკრაინელ ხალხს შორის ურთიერთობები არსებობდეს.

ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას - ვოლოდიმირ ზელენსკიმ  უკრაინაში საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვების განკარგულება მისცა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, "უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი საჭირო მკურნალობისთვის უკრაინას გადასცეს".

კომენტარები