მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: თუ თქვენს სიმართლეში დარწმუნებული ხართ, დებატებში მონაწილეობის უფლება მომეცით

ჩემი ფიზიკური მდგომარეობა იმიტომ კი არ ვაჩვენე, რომ ვინმეს თავი შევაცოდო, არამედ, რათა პუტინისტების ტყუილი ვამხილო. მინდა, ოლიგარქის ერთ-ერთ მოლაპარაკე თავს ვუპასუხო: სიკვდილს არასდროს ვაპირებდი, თუმცა, მისი არც მეშინია. ვაპირებ, ვიცოცხლო საქართველოსთვის, უკრაინისთვის. ვუყურო და მონაწილეობა მივიღო რუსეთის იმპერიის საბოლოოდ დანგრევაში და უკრაინისა და საქართველოს აყვავებაში. სჯობს, მოისმინოთ ის, რაც გითხარით, დავიწყოთ მოლაპარაკებები, ოღონდ არა კულუარული, არამედ, ღია, გამჭვირვალე, ხალხის მონაწილეობით, როგორიც იყო მრგვალი მაგიდა პოლონეთში. ეს უნდა მოხდეს თუნდაც იმიტომ, რომ თქვენ მომავალში ისე არავინ მოგექცეთ, როგორც თქვენ მე მომექეცით და რაც მთავარია, იმისთვის, რომ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა მოხდეს, რომელიც მოგიწევთ იმისდა მიუხედავად, რა მანიპულაციებიც არ უნდა ჩაატაროთ.

თუ თქვენს სიმართლეში დარწმუნებული ხართ, მომეცით პოლიტიკურ დებატებში, თუნდაც თქვენი პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული რკინის სამაჯურით, მონაწილეობის შესაძლებლობა და ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს, ვისი გზა არის სწორი - ჩვენი თუ თქვენი. და მინდა, ოპოზიციას ვუთხრა: ჩვენ ესენი არჩევნებამდე უნდა გავანულოთ და ეს ძირითად საკითხებზე ერთიანობით მიიღწევა, ხოლო არჩევნებზე ყველას თავისი გზა და პროგრამა ისედაც ექნება.

წერს საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე. დღეს, 3 ივლისს სააკაშვილი საკუთარ პროცესზე საქალაქო სასამართლოში დისტანციურად ჩაერთო

კომენტარები