საქართველოს რკინიგზა

რკინიგზა: გაიწმინდა ლიანდაგები, მოძრაობა 3 ივლისის 17:00 საათიდან განახლდება

საქართველოს რკინიგზა

საქართველოს რკინიგზის ცნობით, 3 ივლისის 17:00 საათიდან მოძრაობა განახლდება. მათივე ინფორმაციით, სადგურ მარელისთან ჩამოწოლილი მეწყერისაგან სრულად გაწმენდილია ლიანდაგები და აღდგენილია საკონტაქტო ქსელი.

"შესაბამისად, 3 ივლისის 17:00 საათიდან საქართველოს რკინიგზაზე მოძრაობა განახლდება. კერძოდ, დღის მეორე ნახევარში შესრულდება შემდეგი რეისები:

მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები:

  • #804 თბილისი-ბათუმი 17:05
  • #807 ბათუმი-თბილისი 17:15
  • #801 ბათუმი-თბილისი 18:20
  • #812 თბილისი-ბათუმი 0:35
  • #811 ბათუმი-თბილისი 0:45
  • #869 ზუგდიდი-თბილისი 17:25
  • #874 თბილისი-ფოთი 17:30" - წერს საქართველოს რკინიგზა.

სადგურ მარელისთან ჩამოწოლილი მეწყრის გამო 1-2 ივლისის ყველა და 3 ივლისის რამდენიმე რეისი გაუქმდა.

იქამდე, დასავლეთში ძლიერი წვიმის გამო თბილისის მიმართულებით ზუგდიდიდან და ბათუმიდან მატარებლების მოძრაობა გაჩერდა. მიზეზი სოფელ ბაბის მიმდებარედ ლიანდაგების დატბორვა და ნიადაგის ჩამოშლა იყო.

კომენტარები