საქართველოს რკინიგზა

რკინიგზა: ბათუმიდან, ზუგდიდიდან მოძრაობა გაჩერდა, ლიანდაგები დაიტბორა, ნიადაგი ჩამოიშალა

საქართველოს რკინიგზა

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, დასავლეთში ძლიერი წვიმის გამო თბილისის მიმართულებით ზუგდიდიდან და ბათუმიდან მატარებლების მოძრაობა გაჩერებულია. მიზეზი სოფელ ბაბის მიმდებარედ ლიანდაგების დატბორვა და ნიადაგის ჩამოშლაა.

"დასავლეთში არსებული ძლიერი წვიმის გამო, სოფელ ბაბის მიმდებარედ, სანიაღვრე ჭებიდან გადმოსულმა უხვმა რაოდენობის წყალმა ლიანდაგები დატბორა. ასევე გამოიწვია ლიანდაგების მიმდებარედ ნიადაგის ჩამოშლა. ორივე მიმართულებით მოძრაობა გაჩერებულია. კერძოდ, შეჩერებულია ზუგდიდი-თბილისისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლები.

საქართველოს რკინიგზამ სამუშაო ძალის მაქსიმალური მობილიზება განახორციელა და მიმდინარეობს გაწმენდა/აღდგენითი სამუშაოები. ამ ეტაპზე ზუსტი პროგნოზის გაკეთება მოძრაობის აღდგენასთან დაკავშირებით შეუძლებელია. დროის მოკლე მონაკვეთებში განვაახლებთ ინფორმაციას". – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კომენტარები