2023 წელს გარდაცვლილები

89 წლის ასაკში ოსკაროსანი მსახიობი ალან არკინი გარდაიცვალა

89 წლის ასაკში ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი ალან არკინი გარდაიცვალა, მას წლების განმავლობაში გული აწუხებდა.

არკინმა სამსახიობო კარიერა 1950-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო. წარმატება 60-იან წლებში ბროდვეის სცენაზე შესრულებულმა როლებმა მოუტანა. პირველი დიდი კინოროლი შეასრულა 1966 წელს ფილმში The Russians Are Coming, the Russians Are Coming. შესრულებული აქვს როლები სურათებში Catch-22, Fire Sale, Simon, Escape from Sobibor, Havana. 

მსახიობი დიდ კინოში 2000-იან წლებში დაბრუნდა, როდესაც ფილმ Little Miss Sunshine-ში შესრულებული როლისთვის ოსკარი მიიღო. არკინისთვის ეს რიგით მეოთხე ნომინაცია იყო. სხვადასხვა წლებში მიღებული აქვს BAFTA, ოქროს გლობუსი, კინომსახიობთა გილდიის ჯილდო, თეატრალური ჯილდო ტონი და ემის 6 ნომინაცია.

კომენტარები