NATO-უკრაინა

ესპანეთი NATO-ს 21-ე ქვეყანაა, რომელმაც უკრაინასთან ალიანსის შესახებ დეკლარაციას მოაწერა ხელი

ესპანეთის პრემიერმინისტრ პედრო სანჩესისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა. კიევი, 2023 წლის 1-ელი ივლისი
Sipa/Efrem Lukatsky

ესპანეთი გახდა NATO-ს 21-ე წევრი ქვეყანა, რომელმაც უკრაინის ალიანსში გაწევრიანების მხარდაჭერის შესახებ უკრაინასთან ერთობლივ დეკლარაციას ხელი მოაწერა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ესპანეთის პრემიერმინისტრ პედრო სანჩესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა

"დღევანდელი ჩვენი განცხადება ალიანსის წევრებთან უკვე 21-ე ასეთი დოკუმენტია და ეს უმრავლესობას შეადგენს. ვილნიუსში ალიანსის სამიტზე ჩვენ ესპანეთის მხარდაჭერის იმედი გვაქვს. უკრაინა დარწმუნებულია, რომ დღეს ყველა მიზეზი არსებობს, რათა უკრაინას ალიანსში გაწევრიანების მოწვევა გაეგზავნოს". - აღნიშნა ზელენსკიმ.

ესპანეთისა და უკრაინის ლიდერების ერთობლივ დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ესპანეთი მხარს უჭერს უკრაინასთან NATO-ს პარტნიორობის გაძლიერებას, კერძოდ, საბჭოს შექმნის გზით, რომელიც იმოქმედებს როგორც პლატფორმა არსებული თანამშრომლობის გაძლიერებისა და გაფართოებისთვის.

"ესპანეთი ადასტურებს ღია კარის პოლიტიკის მხარდაჭერას NATO-ს 2022 წლის სტრატეგიული კონცეფციისა და NATO-ს მადრიდის სამიტის დეკლარაციის შესაბამისად". - ნათქვამია დოკუმენტში.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ესპანეთის პრემიერმინისტრი, პედრო სანჩესი უკრაინის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის ნიშნად კიევში ჩავიდა.

აქამდე, 10 ივნისს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილემ იგორ ჟოვკვამ თქვა, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანებაზე კანადასთან დეკლარაციაზე ხელმოწერის შესახებ სახელმწიფოების რაოდენობამ, რომლებმაც უკრაინის ალიანსში შესვლას ოფიციალურად დაუჭირეს მხარი, 20-ს მიაღწია.

კომენტარები