სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი: არ ვიცი, არავინ არ იცის, რა წილით არის ის [ივანიშვილი] გადამწყვეტი

კიდევ ერთხელ - არ ვიცი, არავინ არ იცის, რა წილით არის ის [ბიძინა ივანიშვილი] გადამწყვეტი თუ არ არის გადამწყვეტი. ამას აღარ აქვს მნიშვნელობა, რასაც აქვს მნიშვნელობა არის ის, რომ მთავარი ბალანსი ამ ერთპიროვნული გავლენის, თუ ერთი ჯგუფის გავლენის თუ ერთი პარტიის ლიდერის, რომელიც ალთას ლაპარაკობს და მთავრობის პრემიერი ბალთას ზოგჯერ, ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს. მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ინსტიტუციების გაძლიერება მოხდეს. ამას გვეუბნება ევროკომისია დეოლიგარქიზაციის კანონზე, ამას გეუბნება ყველა ევროპის ინსტიტუტის წარმომადგენელი, რადგან ეს არის მთავარი სისტემური დაცვა.

თქვა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე კითხვაზე საპასუხოდ, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაზე გავლენას ეხებოდა.

კომენტარები