საქართველოს რკინიგზა

რკინიგზა: უამინდობის გამო გაჩერებული მატარებლები დაიძრა, მგზავრებს საფასური აუნაზღაურდებათ

საქართველოს რკინიგზა

საქართველოს რკინიგზის განცხადებით, ბათუმიდან და ზუგდიდიდან მომავალი, უამინდობის გამო გაჩერებული მატარებლები დაიძრნენ, ხოლო მგზავრებს კომპანია ბილეთების საფასურს სრულად აუნაზღაურებს.

"ბათუმი-თბილისისა და ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლები დაიძრნენ. უამინდობის გამო, შესაძლოა, შეფერხება იყოს გზის სხვა მონაკვეთებზეც. დამატებით გაწვდით ინფორმაციას, რომ წიფას მოლითის გადასარბენზე იგივე მდგომარეობა იყო. ბრიგადები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ. კომპანიის თანამშრომლები სრულად მობილიზებულები არიან. მიუხედავად იმისა, რომ შეფერხებები საქართველოს რკინიგზისგან დამოუკიდებელი მიზეზებით იყო გამოწვეული, მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ მგზავრობის საფასური". – ნათქვამია განცხადებაში.

დასავლეთში ძლიერი წვიმის გამო თბილისის მიმართულებით ზუგდიდიდან და ბათუმიდან მატარებლების მოძრაობა გაჩერდა. მიზეზი სოფელ ბაბის მიმდებარედ ლიანდაგების დატბორვა და ნიადაგის ჩამოშლა იყო.

კომენტარები