ოკუპირებული აფხაზეთი

კირთაძე: აფხაზეთის რკინიგზაზე გზავნილის მიზანი ოცნებისა და კრემლის ნარატივის განმტკიცებაა

აფხაზეთის რკინიგზის თემაც მიზანმიმართული გზავნილია იმ ნარატივის განსამტკიცებლად, რომელსაც ქართული ოცნება და კრემლი უკვე თვეების განმავლობაში მიზანმიმართულად ავრცელებენ - რომ ქართული ოცნება იმდენად მისაღები ხელისუფლებაა რუსეთის ფედერაციისთვის, არათუ ომის საფრთხე არ იარსებებს, არამედ ეკონომიკური და საზოგადოებრივი ურთიერთობების გაღრმავება მოხდება. 

სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ყველაფერი პირიქითაა. ის ქვეყნები, რომლებიც რუსეთის ორბიტაზე დარჩებიან, იქნებიან ამ ახალ გეოპოლიტიკურ გადალაგებაში წაგებულის მხარეს და ჩვენმა საზოგადოებამ კითხვა უნდა დასვას, თუ რატომ ეხმარება ჩვენს ხელისუფლებას მსოფლიოში ყველაზე დიდი ტერორისტული სახელმწიფო.

ამბობს ევროპული საქართველოს წევრი, თენგო კირთაძე. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, რუსეთი ყველაფერს აკეთებს აფხაზეთის გავლით სომხეთთან სარკინიგზო მაგისტრალის აღსადგენად.

კომენტარები