კრიმინალი

დააკავეს კაცი, რომელიც 11 წლის შვილს 9 წლის ბავშვის ცემისკენ მოუწოდებდა

პოლიციელებმა კასპში დააკავეს კაცი, რომელიც 11 წლის შვილს 9 წლის ბავშვის ცემისკენ მოუწოდებდა. არასრულწლოვნებმა ფიზიკური დაპირისპირებისას დაზიანებები მიიღეს.

ძალადობის ბრალდებით 1986 წელს დაბადებული რ.ი. არის დაკავებული. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 26 ივნისს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში, ორ არასრულწლოვანს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამისთვის - რ.ი.-სთვის , რომელმაც შვილს დაპირისპირებაში მონაწილე მოზარდის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების განხორციელებისკენ მოუწოდა. რის შემდეგაც არასრულწლოვნები კვლავ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. დაპირისპირების შედეგად ორივე მათგანმა სხეულზე ზედაპირული დაზიანებები მიიღეს". - წერია განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები