ნიკა გვარამიას შეწყალება

შარლ მიშელმა გვარამიას შეწყალება დეპოლარიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა

Yves Herman/Reuters

ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებას გამოეხმაურა და ეს გადაწყვეტილება დეპოლარიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა

შარლ მიშელი ასევე კიდევ ერთხელ მიესალმა იმ გარემოებას, რომ საქართველო უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღებას არ შეეცდება.

"ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ, რაც არსებითი ნაბიჯია საქართველოში დეპოლარიზაციისკენ.

საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მესამე მოსმენით არ მიღების თაობაზე პოზიტიური ნაბიჯია. სისტემურ მიდგომაზე ფოკუსირება საჭიროა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად.

ევროსაბჭოს გადაწყვეტილება გასულ წელს საქართველოს ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ პოზიტიურ იმპულსს ქმნის რეფორმებისთვის, რომელიც ევროპულ გზაზე წინსვლისთვისაა საჭირო.

საქართველოს მომავალი ევროკავშირშია". - წერია განცხადებაში.

დღეს, 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მთავარი არხის დამფუძნებელი ნიკა გვარამია პატიმრობის 402-ე დღეს შეიწყალა.

კომენტარები