გაფართოების საკითხებში ევროკომისარის, ბატონი ვარჰეის განცხადება ძალიან მნიშვნელოვანია - მან ამხილა ქართული ოცნება ტყუილში, თითქოს რეკომენდაციები მათ შესრულებული ჰქონდეთ. მეორე მხრივ, დადებითი სიგნალი გაუგზავნა საზოგადოებას, რომ ევროპული პერსპექტივის მინიჭებით ზუსტად აღიარებულია ქართული საზოგადოების სურვილი, გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი. იმისათვის, რომ ეს მოხდეს, აუცილებელია ამ ქვეყანაში დემოკრატიული ცვლილებების განხორციელება და სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება, რაც რუსული რეჟიმის პირობებში შეუძლებელია.
საქართველო-ევროკავშირი
კირთაძე: ვარჰეიმ ამხილა ოცნება ტყუილში, თითქოს რეკომენდაციები შესრულებული აქვთ
tbl.ge/6ezt
დაკოპირდა

ამბობს ევროპული საქართველოს წევრი, თენგო კირთაძე. ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებისა საკითხებში ევროკომისარის, ოლივერ ვარჰეის თქმით, საქართველომ მიღებული 12 რეკომენდაციიდან სრულად მხოლოდ სამი აქვს შესრულებული, ნაწილობრივ კი 7.
ამავე თემაზე
- ბოჭორიშვილი: EU-ში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
- კობახიძე: როგორც ევროპარლამენტმა, ისე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამაც გაიუფასურა თავი
- კობახიძე რეზოლუციაზე: პირდაპირ დისკრიმინაცია ჩანს, ეს არ არის ჯანსაღი მიდგომა
- 87% ფიქრობს, რომ საქართველომ EU-ს გზაზე წინსვლისთვის მეტი უნდა გააკეთოს - კვლევა
- ბოჭორიშვილი რეზოლუციაზე: ეს ყველაფერი საქართველოს რეპუტაციის შელახვას ემსახურება




