მე მჯერა, რომ მართლმსაჯულების პოლიტიზება პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს. ჩვენ ვიხილეთ რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სცადეს უხეშად ჩარეულიყვნენ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. ამის ერთ-ერთი მაგალითი იყო მოსამართლე ჩხიკვაძის დაბარება, მისთვის ანგარიშის მოთხოვნა და ერთგვარი სანქციის დაწესება ვიზიტზე უარის თქმით. ეს იყო მართლმსაჯულებაში უხეში ჩარევის პრეცენდნეტი. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, უხეშად ჩაერიონ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. რასაც ჩვენ არ ვაკეთებთ, იმის საშუალებას სხვასაც ვერ მივცემთ. ჩვენ ეს ყველაფერი ჩავაბარეთ წარსულს 2012 წელს. მაშინ იყო მართლმსაჯულება პოლიტიზებული და ვისაც როგორ უნდოდა, ვგულისხმობ ხელისუფლებას და მათ პატრონებს, ისე ერეოდნენ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. ჩვენი მიდგომა განსხვავებულია. აქედან გამომდინარე, ჩვენ იგივე ნაც მოძრაობას და მათ პატრონებს ვერ მივცემთ საშუალებას, ჩაერიონ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიღწევაა და მას განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით.
ქართული ოცნება
კობახიძე: სასამართლოს დამოუკიდებლობა ჩვენი უმთავრესი მიღწევაა, განსაკუთრებით ვუფრთხილდებით
tbl.ge/6eyw
დაკოპირდა

ამბობს ქართული ოცნების თავჯდომარე, ირაკლი კობახიძე.
ამავე თემაზე
- ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
- ოცნება ახალ უმაღლეს სასწავლებელს, დიპლომატიის აკადემიას ქმნის
- ივანიშვილის ხედვამ განსაზღვრა გზა, რომელმაც ქვეყანა გარდამტეხ ეტაპამდე მიიყვანა - კობახიძე
- ზარქუა ალიანსზე: ერთი სტრატეგია აღმაშენებელია ახალი სახე, მეორე მე - ჩინეთის იმპერატორი
- მაჭავარიანი: 2012 წლიდან საქართველოში პოლიტპატიმარი არ არის




