ავტოსაგზაო შემთხვევა

ოზურგეთში მოტოციკლით მოძრავი არასრულწლოვანი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა

ოზურგეთში მოტოციკლით მოძრავი არასრულწლოვანი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ის მოტოციკლით ბეტონის კონსტრუქციას დაეჯახა და საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები