რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შეტევით ოპერაციებს მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით ვაწარმოებთ – მალიარი

უკრაინელი ჯარისკაცები დონეცკის ოლქში
Reuters

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები აწარმოებენ შეტევითი ოპერაციებს მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით.

როგორც მალიარი აღნიშნავს, უკრაინის შეიარაღებული ძალები ასევე აჩერებენ რუსი სამხედროების ფართომასშტაბიან შეტევას ლიმანისა და ბახმუტის მიმართულებით. 

მისივე თქმით, აღმოსავლეთ უკრაინა კვლავ რჩება მტრის თავდასხმების მთავარ სამიზნედ.

"მიზანი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების საზღვრებთან მისვლაა. სიტუაცია უცვლელია ბახმუტთან, ყოველდღიურად ხდება რამდენიმე შეტაკება, ხაზი სტაბილურია. ზოგადად, აღმოსავლეთში ჩვენი ჯარები პოზიციებს მყარად ინარჩუნებენ, იგერიებენ მტრის მუდმივ თავდასხმას და ოკუპანტებისთვის მაქსიმალური დანაკარგების მიყენებას განაგრძობენ". - თქვა მალიარმა.

გარდა ამისა, ანა მალიარმა ზაპოროჟიეს მიმართულებით "ნაწილობრივი წარმატებების" შესახებაც ისაუბრა. 

კომენტარები