კორუფცია

დონაძე: გზების დეპარტამენტმა მილიონები დახარჯა ლილო-ნორიოს გზის ხარვეზიან ობიექტზე

ბესიკ დონაძე
IPN

ევროპული საქართველოს წევრი, ბესიკ დონაძე ეხმაურება გზების დეპარტამენტის მიერ 2022 წლის ნოემბერში ლილო-ნორიოს გზის რეაბილიტაციას, რომელიც რამდენიმდე თვეში ხელახლა გასაკეთებელი გახდა.

დონაძის თქმით, გზების დეპარტამენტმა თავიდანვე ჩაიბარა ხარვეზიანი ობიექტი, რაც ან არ იცოდა, ან ადგილი ჰქონდა კორუფციულ გარიგებას, რაშიც მილიონობით ლარი დაიხარჯა. 

"აღმოჩნდა, რომ რამდენიმე თვეში ეს გზა გახდა ხელმეორედ გასაკეთებელი, რადგან გზების დეპარტამენტმა ჩაიბარა ხარვეზიანი ობიექტი. ეს იყო ან განზრახ და აქ არის კორუფციის ნიშნები, რომ დეპარტამენტმა იცოდა, არ მიაქცია ყურადღება და ჩაიბარა ხარვეზიანი. უფრო უარესია ის, რომ საერთოდ ვერ გაიგო, რომ ხარვეზიანი ობიექტი იყო და ისე ჩაიბარეს ეს, რაც რამდენიმე მილიონი ლარი დაჯდა. აღნიშნული თანხები დაიხარჯა ბიუჯეტიდან. დღეს, კიდევ ხელმეორედ უწევს გზების დეპარტამენტს ობიექტის რეაბილიტაცია, რადგან იყო  ხარვეზიანი და არასრულყოფილად გაკეთებული. ამავდროულად, ამაში იხარჯება ბიუჯეტის ფული. მოსახლეობამ დროზე უნდა მიიღოს მუნიციპალური სერვისი, რათა გადაადგილდეს თავისუფლად, მაგრამ ამას ვერ იღებს, რადგან გზების დეპარტამენტმა ვერ მოახერხა გაეწია მონიტორინგი და გზის რეაბილიტაცია მომხდარიყო ხარისხიანად". – ამბობს დონაძე. 

კომენტარები