რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: კახოვკის აფეთქების შედეგად ზიანმა €1.2 მილიარდი შეადგინა

უკრაინაში კახოვკის ჰიდროელექტორსადგურის აფეთქების შედეგად ზიანმა 1.2 მილიარდი ევრო შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებუკრაინის გარემოს სამინისტრო ავრცელებს.

უკრაინის ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრის მიერ 19 ივნისს გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კახოვკის ჰესის აფეთქების შემდეგ ასობით მოსახლე დაიღუპა. რუსეთის სამხედრო ძალებმა უარი თქვეს იმ პირების ევაკუაციაზე, ვისაც რუსული პასპორტი არ ჰქონდა. 

წინასწარი მონაცემებით, კახოვკის ჰიდროელექტორსადგურის აფეთქების შედეგად სამხრეთ ხერსონის ქალაქ ოლეშკში 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 

6 ივნისს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი დაინგრა, რასაც წყალდიდობა მოჰყვა. უკრაინელების განცხადებით, ნგრევა რუსი ოკუპანტების მიერ კაშხლის აფეთქებას მოჰყვა. თუმცა, მოსკოვის მტკიცებით, ჰესზე თავდასხმა უკრაინელებმა მოაწყვეს.

აღსანიშნავია, რომ გავრცელებული კადრების მიხედვით, კაშხალთან წყალქვეშა აფეთქება მოხდა და ის სარაკეტო იერიშის შედეგად არ დანგრეულა.

კაშხლის ნგრევას უკრაინული დასახლებების დატბორვა მოჰყვა. 

კომენტარები