აშშ-ჩინეთი

ჩინეთმა აშშ დაარწმუნა, რომ რუსეთს ლეტალურ იარაღს არ მიაწვდის - ბლინკენი

ენტონი ბლინკენი და სი ძინფინგი, 2023 წლის 19 ივნისი
Leah Millis/Pool Photo via AP

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინგთან შეხვედრის შემდეგ მედიისთვის მიცემულ კომენტარში თქვა, რომ ჩინეთმა დაარწმუნა აშშ და სხვა ქვეყნები, რომ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში ლეტალურ იარაღს არ მიაწვდის და ამის საწინააღმდეგოდ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

"თუმცა, ის რასთან დაკავშირებითაც ისევ შეშფოთებულები ვართ არის ჩინური ფირმები, კომპანიები, რომლებიც შესაძლოა რუსეთს აწვდიდნენ ტექნოლოგიებს, რომელსაც შეუძლია უკრაინაში მისი აგრესიის ხელშეწყობა. ჩვენ ვთხოვეთ ჩინეთის მთავრობას, რომ ამასთან დაკავშირებით ძალიან ფხიზლად იყვნენ". - დასძინა ბლინკენმა.

ჩინეთში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ენტონი ბლინკენი ჩინეთის დიპლომატიური სამსახურის უმაღლეს წარმომადგენლებს შეხვდა. ვიზიტის დასრულებამდე კი 35-წუთიანი შეხვედრა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინგთანაც გამართა.

კომენტარები