ჯანდაცვის სამინისტრო

სახელმწიფო ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას სრულად დააფინანსებს – ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის სამინისტრო

სახელმწიფო ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას სრულად დააფინანსებს. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საკითხი მთავრობის სხდომაზე განიხილეს და ცვლილება ორგანათა ტრანსპლატაციის ბიუჯეტში შევა.

"აქამდე, მთავრობა 120 000-ლარიან ოპერაციას აფინანსებდა მხოლოდ 70 000 ლარით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სრულად დავაფინანსოთ, რადგან ხშირ შემთხვევაში ისეთ სეგმენტს ეხება, რომ რთულია დარჩენილი 50 000 ლარის მობილიზება. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად დავაფინანსოთ ოპერაციის ხარჯები, როგორც დიაგნოზისტიკასთან დაკავშირებული, ისე ოპერაციასთან და ღვიძლის ტრანპალტაციის შემთხვევაში, 120 000 ლარს სრულად სახელმწიფო დაფარავს" - თქვა ზურაბ აზარაშვილმა.

კომენტარები