რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შმიგალი: გაერო უკრაინის აღსადგენად 1 მილიარდ დოლარს გამოყოფს

უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიგალის თქმით, გაერო უკრაინის აღსადგენად $1 მილიარდს გამოყოფს. მისი ინფორმაციით, გაერომ, განვითარების პროგრამის (UNP) ფარგლებში, პარტნიორებთან ერთად უკრაინისთვის მილიარდი დოლარის შეგროვება უკვე დაიწყო

ამის შესახებ შმიგალმა მას შემდეგ ისაუბრა, რაც 17 ივნისს მან პროგრამის დირექტორს ახიმ შტაინერს უმასპინძლა. 

შმიგალის ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს მიგრირებული და მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერის აუცილებლობაზე და იმ პირებზე, რომლებმაც ომის დროს ბიზნესი დაკარგეს და მისი თავიდან დაწყება სურთ.

შტაინერის განმარტებით, UNP მზადაა, უკრაინას ამ პრობლემების გადაჭრაში დაეხმაროს. მათ შორის, მომზადდება ინიციატივები მეწარმეების გადამზადებისა და პოტენციურად საექსპორტო პროდუქციის განვითარებისთვის. ასევე UNP ხელს შეუწყობს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას.

კომენტარები