გირჩი-მეტი თავისუფლება

ჯაფარიძეს გორში თავს დაესხნენ, დაზიანება აქვს თვალის არეში – პარტიის პრესსამსახური

ტაბულა

გირჩი - მეტი თავისუფლებას პრესსამსახურის ინფორმაციიათ, გორში პარტიის ლოდერს, ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ.

როგორც ანა ყურაშვილი წერს, მას დაზიანება თვალის არეში აქვს. 

“ბანაკში მივდიოდით, გავჩერდით გორის სმარტთან, გოგოები შევედით მაღაზიაში და ამ დროს, მანქანაში მარტო მყოფ ჯაფარას თავს დაესხა ვიღაც გიჟი. ყველაფერი მოხდა ძალიან სწრაფად. ზურას დაზიანება აქვს თვალის არეში”. - წერს ყურაშვილი. 

ტაბულა შსს-ს დაუკავშირდა - უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

კომენტარები