გირჩი-მეტი თავისუფლება

გახარია: ოცნების ხელისუფლებამ საქართველოს მომავალს ქვები დაუშინა

ხელისუფლებამ არჩევანი გააკეთა წარსულსა და მომავალს შორის.

ოცნებამ, ისევე როგორც ნაციონალურმა მოძრაობამ, მმართველობის ბოლო წლებში, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ძალადობის წახალისება დაიწყო.

ახლა უკვე ოცნების ხელისუფლებამ საქართველოს მომავალს ქვები დაუშინა.

ძალადობა არასდროს ყოფილა ჩვენი კულტურის და ეროვნული ღირებულებების ნაწილი.

ახალგაზრდებთან ომში ნებისმიერი ხელისუფლება განწირულია მარცხისთვის!

ჩემი სრული მხარდაჭერა ახალგაზრდებს!

წერს პარტია საქართველოსთვის ლიდერი და ექსპრემიერი, გიორგი გახარია ბორჯომში ინდივიდუალური თავისუფლების აკადემიის ბანაკზე ორკების თავდასხმაზე. 

კომენტარები