რაც არ უნდა მოხდეს, როგორი დამუნათებაც არ უნდა შეძლონ და სცადონ, რაც არ უნდა იკადრონ, თუკი ჩვენ შევძელით, რომ ამ გამოწვევების ფონზე ისე ვდგავართ, როგორც ვდგავართ, "მორალური პედესტალიდან" შეტევებით, ამერიკულ კანონზე რუსულის ძახებით, შვილების ბულინგით, შშმ პირების, მათ შორის საკუთარი შვილების, მათი სტრესის დაიგნორებით. ამ გზით რაც არ უნდა დავალებები ასრულონ, ხალხი არის ჩვენს მხარეს და ამის საფუძველი არის ერთი და მთავარი, მართლები ვართ და ეს სიმართლე ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ არის ურთულესი გასატანი. სხვა გზა დღეს არ გვაქვს, უნდა გავიტანოთ, გავა წლები და დღეს თუ 55-60% დგას მყარად იმ პოზიციაზე, რომ ჩვენ ვართ მართლები, ძალიან პატრიოტულ საქმეს ვაკეთებთ, მერე ამას იტყვის 90% და მეტი. ერთიანი საქართველო თავისი ტერიტორიებით, ხალხით, აფხაზებით, ოსებით, ქართველებით და სხვა ერების წარმომადგენლებით, ყველასთან ერთად, აუცილებლად გავხდებით ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი.
ქართული ოცნება
მდინარაძე: ხალხი ჩვენს მხარესაა – მართლები ვართ, მაგრამ ქვეყნის გარეთ ეს რთული გასატანია
tbl.ge/6eq5
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც მინისტრის საათის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს უსმენდნენ.
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




